22 ნოემბერი | 4048 ინფიცირებული და 49 გარდაცვლილი საქართველოში

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  85 639-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათ შორის, თბილისში –  24,  აჭარაში – 13, იმერეთში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.