საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, „112-ში” შემოვიდა შეტყობინება მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.
შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება…
რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამივე ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც”, – წერს საგანგებო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.