დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში სტაციონარის გარეთ covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია.
„მესმის, ვიცი, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ საბოლოოდ, ის, ვისაც სჭირდება სტაციონარი, სტაციონარში თავსდება. როგორ შეიძლება სიკვდილზე თქვა კარგი მაჩვენებელი, მაგრამ ერთ-ერთი დაბალია დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი, გარდაიცვალა 37.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა – 313, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 82, გურია – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.