კლინიკიდან დაკარგული 77 წლის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვნეს

პუბლიკა

ქუთაისში ონკოლოგიური კლინიკიდან დაკარგული 77 წლის მამაკაცი ტყეში გარდაცვილი იპოვნეს.

იმერეთის სამხარეო პოლიციამ ეს ინფორმაცია პუბლიკას დაუდასტურა.

პოლიციის ცნობით საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული. ეს მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმხობს.

მამაკაცი კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ დაიკარგა.