როგორც ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ასათიანმა ჟურნალისტებს უთხრა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი შესაძლოა პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართოს.
ასათიანის თქმით, მთელი პროცესი სამართლებრივი სივრციდანაა ამოვარდნილი, თუმცა იგი მუდმივ კომუნიკაციაშია ექიმის ადვოკატთან და ყველაფერს აკეთებენ, რათა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავსუფლდეს.
საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.