ცერცვაძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. შეიძლება კოვიდი მაინც დაგემართოს, ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდგადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა.

[პრაქტიკაში] გვქონია ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ covid. შეიძლება კი არა, დაემართა უკვე რამდენიმე ჩვენს ყოფილ პაციენტს. იშვიათად, ერთეული, მაგრამ ყოფილა. ჩვენთან დადასტურებული სამი შემთხვევაა“, – განაცხადა ცერცვაძემ „პოლიტიკის ფორმულაში“.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე 13 ნოემბერს აცხადებდა, რომ ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.