თბილისი – 2 053; იმერეთი – 931 | COVID-19-ის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში დადასტურდა.

5 450 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 2 053
  • იმერეთი – 931
  • შიდა ქართლი – 528
  • აჭარა – 453
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 434
  • კახეთი – 386
  • ქვემო ქართლი – 339
  • სამცხე-ჯავახეთი – 105
  • მცხეთა-მთიანეთი – 104
  • გურია – 84
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 2 306.