საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

დადსტურებული შემთხვევების რაოდენობამ, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 162 475-ს მიაღწია.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა ჯამში 1 504-მდე გაიზარდა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე“, – აცხადებს საოპერაციო შტაბი.