თბილისი – 1 615; იმერეთი – 564; აჭარა - 491 | COVID-19-ის ახალი შემთხვევების განაწილება საქართველოში

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 321 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შემთხვევები, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 615 შემთხვევა;
  • იმერეთი – 564;
  • აჭარა – 491;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 433;
  • ქვემო ქართლი – 395;
  • შიდა ქართლი – 253;
  • კახეთი – 236;
  • მცხეთა-მთიანეთი – 175;
  • გურია – 77;
  • სამცხე-ჯავახეთი – 76;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მთავრობის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით 27 434 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48.

3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში.

ხოლო 16 568 მოქალაქე კორონავირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.