Covid-ინფიცირებული დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა

პუბლიკა

Covid-ინფიცირებული დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს ჯაღმაიძე facebook-ზე.

მისივე ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა სხალთელ მთავარეპისკოპოსს, სპირიდონს.

„მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კორონავირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში”, – წერს ჯაღმაიძე.