საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათი განცხადებით, შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო მანქანებს ადგილზე ჯგუფს რკინის კონსტრუქციის სასაწყობე ნაგებობაში ხანძარი დახვდა.
„შენობაში დასაწყობებული იყო საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი, რაც ართულებდა სამუშაოებს.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, ლილოს მიმართულებით დამატებით გავიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ხანძრის ქრობის პროცესში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.