გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივისა და სიკვდილისთვის – ტრანსგენდერი ადამიანები მთავრობას დახმარებისთვის მიმართავენ

პუბლიკა

„გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება. გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივისა და სიკვდილისთვის“, – ტრანსგენდერი აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე წერილი შეიტანა. ისინი, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

„ვინაიდან გვიწევს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება საბაზისო საჭიროებების გარეშე, როგორიც არის საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები – გთხოვთ, რომ ჩვენი გასაჭირი და პრობლემები მიიტანოთ გულთან და ამ პანდემიის პირობებში, ვიდრე არსებული აკრძალვები არ დასრულდება, მოგვაქციოთ ყურადღება, რადგან ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და არ შეგვხებია არცერთი ანტიკრიზისული გეგმა. ტრანსგენდერი ადამიანების 90% ვიყავით სექსსამუშაოზე თვითდასაქმებული და შეძლებისდაგვარად გაქონდათ თავი, თუმცა, არსებული მდგომარეობის გამო მათ აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა. გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება, გთხოვთ არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკვდილისთვის“, –  წერია განცხადებაში, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, 100 ტრანსგენდერი ადამიანის სახელით არის დაწერილი.