„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება - ზურა ჯაფარიძე

პუბლიკა

„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება, – ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„2008 წელს ოპოზიცია რომ დაიშალა, მაშინ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.


„მე ცალკე ვაპირებ „გირჩის“ კეთების გაგრძელებას“, – ამის შესახებ გუშინ, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. შეკითხვაზე „გირჩში“ თავად დარჩა თუ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი, უპასუხა, რომ ოფიციალურ მხარეს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის სისტემიდან გადის და ახლის მშენებლობას გეგმავს.

მანამდე, 4 დეკემბერს, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში, „გირჩის“ მხარდამჭერების ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილისა და ვახტანგ მეგრელიშვილის „გზები გაიყო“. როგორც ის აღნიშნავდა, მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.