24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დახურული ყველა დაწესებულების გახსნა 24 დეკემბერს ცოტა სახიფათო იქნება.

„24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება… ჩვენ ვნახეთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორ გაახანგრძლივა შეზღუდვები პრაქტიკულად ყველამ… თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რა თქმა უნდა, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ეს ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს“, — ამბობს იმნაძე.


26 ნომბერს საქართველსო მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად, 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება – ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

დღეს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3942.