მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფრიკის დასახლების სოლიდარობის ბანერების გადმოფენისთვის აქტივისტი გიორგი ღვინჯილია 200 ლარით დააჯარიმეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.
„გიორგი ღვინჯილიას დაუწერეს. გიორგიმ თქვა, რომ მე გადმოვფინეო. 3 ბანერი იყო, აფრიკის დასახლების ამბავზე სოლიდარობას ვუცხადებდით მოსახლეობას”, – ამბობს წიქარიშვილი.
„პუბლიკას” მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, რომ ღვინჯილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის საფუძველზე დააჯარიმეს, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.
„სოლიდარობა აფრიკის დასახლებას”, „ხალხი მართალს ამბობს”, „სახლი ყველას” – ამ წარწერებით 3 ბანერი აქტივისტებმა თბილისის მერიის მოპირდაპირე კორპუსიდან (გოთუას ქუჩის მხრიდან) გადმოფინეს.