12 ოჯახის ევაკუაცია და 2 დაშავებული - აფეთქება ახალციხეში, უფუნქციო რესტორნის სარდაფში | საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმციით, ახალციხეში ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული უფუნქციო რესტორნის სარდაფში, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა დაგროვებული ბუნებრივი აირი.

უწყების ცნობით, შენობა ნაწილობრივ დაზიანდა, მახვერპლი არაა, დაშავდა ორი მოქალაქე.

„მაშველებმა გამოიყვანეს და კონტაქტურ მდგომარეობაში სასწრაფომ გადაიყვანა დაწესებულებაში. პარალელურად მოხდა 12 ოჯახის ევაკუაცია. აფეთქებას ხანარი არ მოჰყოლია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.