საიას ახალი თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

პუბლიკა

საიას გამგეობა ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 2020 წლის 27 დეკემბერს გამგეობის სხდომა გაიმართა. გამგეობის ხმები ორ ძლიერ კანდიდატს შორის გადანაწილდა და გამგეობას რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება გაუჭირდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საია-ს გამგეობა უახლოეს მომავალში განაგრძობს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას. ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, უფლებამოსილება სულხან სალაძეს უგრძელდება.

“ორგანიზაციის წესდების თანახმად, სხდომის ჩატარებამდე განსაზღვრული ვადით ადრე, თავმჯდომარეობის კანდიდატებად მიხეილ ჯახუა და ვახუშტი მენაბდე დასახელდნენ. კანდიდატებმა გამგეობას წარუდგინეს ორგანიზაციის განვითრების საინტერესო ხედვები, რომლის გაცნობის შემდგომ, გაიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ეტაპი. დასახელებულმა კანდიდატებმა აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

გამგეობის სხდომა წევრების მაღალი ჩართულობით წარიმართა და თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ღირსეულად გაართვეს თავი წარდგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, გამგეობის ხმები ორ ძლიერ კანდიდატს შორის გადანაწილდა და გამგეობას რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება გაუჭირდა.
საია-ს გამგეობა უახლოეს მომავალში განაგრძობს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას. ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, უფლებამოსილება სულხან სალაძეს უგრძელდება.” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

საიას გამგეობის სხდომა 17 დეკემბერსაც ჩატარდა, რომელზეც საიას ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი განიხილებოდა.  17 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დასახელებული კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დამსწრეთა ხმების უმრავლესობა, გამგეობამ ამ სხდომაზე ვერ აირჩია ახალი თავმჯდომარე და ის დღეს, 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უნდა აერჩიათ, თუმცა დღეს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებით ახალი თავჯდომარის არჩევა ვერც დღეს გამართულ სხდომაზე ვერ მოხერხდა და უფლებამოსილება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სულხან სალაძეს გაუგრძელდა.