ღიმილის და ბედნიერების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რაც არ უნდა რთული ბარიერების გადალახვა გვიწევდეს - კალაძე

პუბლიკა

„ღიმილის და ბედნიერების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რაც არ უნდა რთული ბარიერების გადალახვა გვიწევდეს და რაც არ უნდა სირთულეები გვხვდებოდეს ცხოვრებაში“, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ,  2021 წელი იქნება უკეთესი და ყველა ერთად დავინახავთ  ჩვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგს – მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქაალქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, ცხოვრობენ, უყვართ და უხარიათ.

მინდა, წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ პირევლ რიგში ჯანმრთელობა, რომელიც კიდევ უფრო დავაფასეთ, ვიდრე აქამდე. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და გაძლიერება ყველას, რაც განსაკუთრებით ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ბედნიერება და ღიმილი, რადგან ამის გარეშე არაფერს არ აქვს ფასი“, – განაცხადა კალაძემ.