რა გაიხსნება 1 თებერვლიდან და რომელ ქალაქებში | მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვი-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან საბჭოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა შეზღუდვების მოხსნის ვადებთან დაკაშირებით.

„ვინაიდან გვაქვს გარკვეულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება წერტილოვანი შეზღუდვებით შევამსუბუქოთ.

კერძოდ, საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა გვაქვს დაგეგმილი 1 მარტიდან.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან, “- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა იქნება შესაძლებელი.