„დაკონსერვებული საქართველო“ | აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

პუბლიკა

ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსს მართავს.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პანდემიას ადეკვატური ნაბიჯებით უნდა ებრძოლონ.

ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლიკა მამფორია „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა: ქვეყნის გახსნა, ტრანსპორტის ამუშავება და კომენდანტის საათის გაუქმება. ის ასევე აღნიშნავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებისა და აუცილებელი ღონისძიებების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ძირითადი შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კასრი მიიტანეს წარწერით – „დაკონსერვებული საქართველო“, რომელშიც მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ზის.