"ვითხოვ შენდობას" - საპატრიარქო დეკანოზ თადეოზ სარალიძის წერილს ავრცელებს

პუბლიკა

საპატრიარქო დეკანოზ თადეოზ სარალიძის  წერილს ავრცელებს, სადაც ის წერს, რომ შენდობას ითხოვს მღვდელმთავრისგან მისი ქადაგების გამო.

“მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა.

მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.
ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან.” – ნათქვამია წერილში, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ქადაგება, რომელშიც ის ქსენოფობიურ, არმენოფობიურ მოსაზრებებს გამოთქვამს, ავრცელებს სიძულვილის ენის შემცველ და ანტიჰუმანურ გზავნილებს.