მელაშვილს და ილიჩოვას გირაოს თანხას „სირცხვილია” შეუგროვებს - მაქარაშვილი

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხას „სირცხვილია“ შეუგროვებს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.


„ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი სამშობლოს ერთგულ, ღირსეულ ადამიანებს.

მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია
TBC: #GE27TB7589236070100003
BOG: #GE44BG0000000162241054

დანიშნულება: კარტოგრაფებისთვის

შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ივერისა და ნატალიას ოჯახებს, “- აქვეყნებს ინფორმაციას მოძრაობა „სირცხვილია”.