გორთან ავტოავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

გორთან ავტომაგისტრალზე ავტოავარია მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ,  რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6-ე ნაწილით.

ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.