დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3 თებერვლის მდგომარეობით არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.41%, - მთავრობა

პუბლიკა

 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.79%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით.

24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 251 748-მდე.

24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.