„ვეხმარებოდით ქალბატონ მაკო გომურსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს დახმარების პროგრამა მასთან მიმართებაში ბუნებრივია გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ ასეთ უხერხულობას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ვიცე-პრემირმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს და მისი თქმით, ხელისუფლება მის მკურნალობას, ამ ეტაპზე აღარ აფინანსებს. ამის შესახებ მან facebook-გვერდზე დაწერა.