მომივიდა წერილი, თუ არ შევავსებ დეკლარაციას, დამეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - დეკანოიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღეს მან გაფრთხილება მიიღო დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ დეკლარაციას არ შეავსებს, მას „სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება“. ამის შესახებ მან  „tv პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე დღეს, დილით მომივიდა წერილი, თუ არ შევავსებ დეკლარაციას, მაშინ დამეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც მე დაწერილი მაქვს, რომ მე არ ვაპირებ პარლამენტის ის მანდატი გამოვიყენო, რომელიც ჩვენ გამდმოგვიგდო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და სისტემამ გაყალბებული არჩევნების შედეგად“, – თქვა მან.