პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით „დაუმორჩილებლობის“ აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა 9 საათის დადგომის შემდეგ დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა. ისინი დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის „კომენდანტის საათის“ გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.
როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ის ლოკაციები, სადაც მათ დაგეგმილი ჰქონდათ მსვლელობა, პოლიციამ ჩაკეტა.
ის ლოკაციები, რაც დაგეგმილი გვქონდა, ჩაკეტა პოლიციამ. სად მივდივართ ვერ გეტყვით, მაგრამ მშვიდობიანად, კანონის დაცვით, მხოლოდ სულელური რეგულაციების გასაპროტესტებლად ვიმოძრავებთ თბილისის ქუჩებში. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც გავჩერდებით“, – განაცხადა მან.