მნიშვნელოვანი გამოწვევებია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით - ევროკავშირის ანგარიში

პუბლიკა

ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საზოგადოების ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კვლავ დაბალია. 30 სექტემბერს, პარლამენტმა მიიღო შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით, ისე, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის შესაბამის მოსაზრებას და სრულად არ მოაგვარა ამ პროცესში არსებული ხარვეზები“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.