მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადის რეაბილიტაცია იწყება - მერია

პუბლიკა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღობე ტროტუარის ზედა ნაწილზე დამონტაჟდება.

„თქვენ იცით, რომ რუსთაველის მხარეს არის ორი ტროტუარი და ზედა ნაწილში მოგვიწევს ღობის განთავსება, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. სამუშაოები დაწყებულია და ღობის განთავსება განპირობებულია იმით, რომ უნდა დაიწყოს ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 34 მლნ ლარია და ის 2023 წელს დასრულდება.