„დეპუტატი დაგვპირდა ყველაფერს მოვაგვარებ, ოღონდ ამოდითო“ | მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

პუბლიკა

ტყიბულში მეშახტეების 33-საათიანი პროტესტი სამასი მეტრი სიღრმის შახტში შეწყდა. შახტიდან ამოსული ერთ-ერთი მეშახტე ამბობს, რომ ტყიბულის დეპუტატი ბეჟან წაქაძე დაჰპირდა მათ კომპანიასთან საკითხის მოგვარებას.

„სხვა გზა არ დაგვიტოვა ადგილობრივმა კომპანიამ. დეპუტატი იყო ჩამოსული და მოგვცა კაცური სიტყვა,  ვნახოთ მაგის კაცობასაც შევხედავთ ხვალ რა მოხდება. ყველაფერ პრობლემას მოვაგვარებ ოღონდ წამოდითო. დაგვპირდა ყველაფერს გავაკეთებო და კაცური სიტყვა მოგვცა პირდაპირ 12 მეშახტეს, რომელსაც 33 საათის მანძილზე წყალი არ მოაწოდა ადმინისტრაციამ, “- ამბობს „მთავარ არხთან“ შახტიდან ამოსული ერთ-ერთი მუშა.

მეშახტეები კომპანიის მხრიდან თვიური ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებდნენ. ისინი შახტიდან არ ამოდიოდნენ, სანამ კომპანიისგან სრული ანაზღაურების შესახებ პირობას არ მიიღებდნენ.