ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

პუბლიკა

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.

როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს არსებული ინფორმაციით, სასაწყობე ფართში სამშენებლო მასალები იწვის.

მათივე ცნობით, საგანგებო სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.