„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, აზერ სულეიმანოვი ამბობს, რომ მისი სახლი გაქურდეს.
“ჩემთან მესამე დღეა ზედიზედ მოდიან. ძველი ნივთები მოპარული, რელიგიური, ოჯახის ნივთები, სილამაზისთვის ეწყო ეზოში.
პოლიციაც იყო, მაგრამ უპასუხისმგებლობაა, იციან, რომ არაფერი არ იქნება. ეს ყველაზე დიდი მინუსია. მარტო ჩემს ოჯახში კი არა, თითქმის ყველა მეზობლის ოჯახშია ასეთი ფაქტები” – ამბობს სულეიმანოვი.
საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყებული.