15 თებერვალი | გამოვლინდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 11 პაციენტი

პუბლიკა

StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 265722 , ბოლო 24 საათში – 165;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 258732 , ბოლო 24 საათში – 639;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3363 , ბოლო 24 საათში – 11;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9197, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6208, PCR ტესტით – 2989.
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,79%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,5%;
  • კარანტინის რეჟიმში – 238;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1932;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 232.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.