გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციის ინსტრუქცია და ხშირად დასმული შეკითხვები

პუბლიკა

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გერმანიაში ლეგალურად დასაქმების 3-თვიანი პროგრამის შესახებ რეგისტრაციის ინსტრუქციასა და ხშირად დასმულ შეკითხვებს აქვეყნებს.

გამოქვეყნებული დანართებით მოქალაქეები ისეთ შეკითხვებზე მიიღებენ პასუხს, როგორებიცაა – როდის შეეძლებათ გერმანიაში მუშაობის დაწყება? რა სახის სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს აღნიშნული სქემა? ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა? და სხვა.

პროგრამა, რომელზე რეგისტრაციაც 15 თებერვლიდან დაიწყო, გულისხმობს დასაქმებას  სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, სხვადასხვა სეზონური მოსავლის ასაღებად.

ხშირად დასმულ შეკითხვები:

რეგისტრაციის ინსტრუქცია:


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ, სეზონური სამუშაოები კი 1 აპრილიდან დაიწყება.