რუსთავში კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა და ადგილზე დაიღუპა

პუბლიკა

რუსთავში კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა. ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.