შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის თქმით, მისი უწყება მოპედების რეგისტრაციასა და მართვის უფლების გაცემას გეგმავს.
„იგეგმება მოპედების რეგისტრაცია. მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის უფლების გაცემა“, – თქვა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გომელაურმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, მომსახურების სააგენტოში ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციურად დარეგისტრირება გახდა შესაძლებელი.
საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს მეორე დღეა უსმენენ. იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და ის ახალმა პრემიერმა უნდა შეცვალოს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.