„ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევისგან“ - NGO-ები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე

პუბლიკა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ თავი შეიკაოს არსებული სიტუაციის გამწვავებისგან და ყველაფერი გააკეთოს, რომ აღდგეს დიალოგის რეჟიმი ოპოზიციასთან.

„ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, ძალადობრივი დარბევისგან და ყველაფერი გააკეთოს იმისტვის, რომ აღდგეს დიალოგი მასსა და ოპოზიციას შორის.

„ გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცვლებს ნუ დაემორჩილებიან უნკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა იყოს დარღვეული ამ ქვეყანაში. ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას გვინდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში რაც შეიძლება აქტიურად ცადონ, რომ დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს, დაიწყოს დეესკალაცია და დავუბრუნდეთ დემოკრატიის იმ ჩანასახებსაც კი, რომელიც ამ ბოლო წლებში იქმნებოდა ქვეყანაში“,- განაცხადა ხუციშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირველობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ გაჩერდეს  ხელისუფლება, დაფიქრდეს ქმედებებზე:

„ძალიან მძიმე დღეები გვაქვს , არავინ არ ველოდით რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები და მეორე მხრივ ეს არის ლოგიკური განვითარება იმისა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად ხელისუფლება იყენებს მთlიანად სახელმწიფო სისტემას იმისათვის, რომ დაჩაგროს თავისი ოპონენტები და ეს მას როგორც ჩანს ჯერჯერობით გამოსდის, თუმცა ეს ქმედებები არ იქნება რეაგირების გარეშე ჩვენი დასავლელი პარტნიოორების მხრიდან.

საერთო ჯამში ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, იმ ქვეყნისთვის რომელსაც აქვს სურვილი რომ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ცალსახად იყო მიმართული იმისკენ, რომ ესეთი რამ, ჩვენი გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირრში გადადიოს ბევრი ხნით. ეს არის პასუხისმგებლობა მთავრობის და ჩვენ მოვუწოდებთ პირველ რიგში მთავრობას, რომ დაფიქრდეს რასაც აკეთებენ და გადადგან ნაბიჯები იმისკენ, რომ ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს“,- აცხადებს გიგაური.

საიას თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს:

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ ამ სიტუაციის უკან მობრუნება, შევძლოთ თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება საზოგადეობაში, მიეცეს დღევანდელ დღეს აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვის საშუალება და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვთ, რომ უფრო აქტიური მონაწილება მიიღონ ამ პროცესების დეესკალაციაში

სამწუხაროდ ხელისუფლებამ ზალიან ბევრი ცუდი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ სიტუაცია აქამდე მისულიყო, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მათ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაუბრუნდეს ეს სიტუაცია მოლაპარაკებების მაგიდას, არა არის საჭირო სიტუაციის რადიკალიზაცია და ვფიქრობთ, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას და ჩვენ მივიღოთ ნორმალურ მდგომარეობაში გადაწყვეტილებები“.

არასამთვრობო ორგანიზაციების ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. „ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს“, – წერენ NGO-ები.

არასამთვრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სასამართლომ პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, არ დალოდებოდა საპელაციო სასამართლოში მელიას საჩივრის განხილვას და პროცესის სამართლებრივ, არაძალდობრივ ჭრილში წარმართვას, ეს კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმა.