რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 6 აქტივისტის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტლებით ყველა აქტივისტი 173-ე მუხლის დამრღვევებად ცნო. ეს მუხლი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ეხება. ჯარიმების ოდენობა ასეთია:
ირაკლი კუპრაძე – 1500 ლარი
გიორგი ვაშაძე – 2000 ლარი
გიორგი ბუნტური – 2500 ლარი
ზურაბ კოსტავა – 1500 ლარი
ირაკლი ჯუღელი – 1500 ლარი
ნოდარ ბრეგაძე – სიტყვიერი შენიშვნა
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, პოლიციამ პარლამენტის პიკეტის მონაწილე 16 პირი დააკავა, პოლიცია მათ 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა. 166-ე მუხლი ხულიგნობას გულისხმობს, მოსამართლე ფილიშვილმა ამ მუხლის დამრღვევად არცერთი დაკავებული არ ცნო.
დაკავებულთაგან 12-ის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს დაეწერა. ამავე მოსამართლემ განიხილა ნოემბრებში აქციის დაშლისას დაკავებული პირების საქმეები.