საბერძნეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

საბერძნეთში, წინასწარი მონაცემებით, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press (AP) ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 400 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ელასონასთან დაფიქსირდა.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრას მოჰყვა რამდენიმე შედარებით მსუბუქი განმეორებითი ბიძგიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოსა და მონტენეგროში.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაზიანდა არაერთი შენობა და ძველი სახლი.