გიორგი გუგავას ფორმულა: „გარედან - სანქციები, შიგნით - აქციები"

პუბლიკა

“ივანიშვილისთვის მთავარი მისი უსაფრთხოებაა, ის, რომ მისი ქონება დაცული იყოს, ამისთვის ის მზადაა გაყიდოს ქვეყნის ინტერესები” – ამბობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში.

მისი თქმით, “ის კლასიკური მოღალატეა, კრემლიდან გამოგზავნილი, დასმული პერსონაა”.

ის ამბობს, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.

“ორ გამოსავალს ვხედავ, ფორმულის სახით გეტყვით, მარტივად: გარედან – სანქციები, შიგნით, ქვეყანაში, აქციები” – ამბობს გიორგი გუგავა