ახალქალაქის ერთ-ერთ სალოცავში ხატები დააზიანეს

პუბლიკა

მედიაგამოცემა jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქში ერთ-ერთ ეკლესიაში, რომელშიც სომხური მრევლი ლოცულობს, ხატები დააზიანეს.

როგორც jnews წერს, წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად მსგავსი შემთხვევა აპრილში მოხდა.

მონასტერს 2018 წლის 16 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტის მიხედვით დაიწყო, რაც ადამიანის დევნას ძალადობის გამოყენებით სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

content image
content image
content image