აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანი დანიშნა

პუბლიკა

ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე.

დეგნანი ოფიციალურად ელჩი მაშინ გახდება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელს გადასცემს.

შეერთებულ შტატებს საქართველოში  ელჩი 2018 წლის შემდეგ აღარ ჰყავს და მის მოვალეობას ელიზაბედ რუდი ასრულებს.