კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 13 730 ტესტი, მათ შორის 9 275 ანტიგენი და 4 455 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, გარდაიცვალა ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა;
  • აჭარა – 10;
  • იმერეთი – 23;
  • ქვემო ქართლი – 3;
  • შიდა ქართლი – 12;
  • გურია – 10;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6;
  • კახეთი – 3;
  • მცხეთა-მთიანეთი – 1;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, საიდანაც: 1 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი.