მზად ვარ, ჩავერთო საპარლამენტო მედიაციაში - ვიოლა ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოში  პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის პროცესში ჩაერთოს.

„როგორც ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიული მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფის წამყვანი წევრი (DEG), მზად ვარ, სრულად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.

აუცილებელია თანამშრომლობითა და ურთიერთპატივისცემით პოლიტიკური კლიმატის შექმნა, რაც აუცილებელია ევროპარლამენტის შუამავლობის პროცესში ჩართვისთვის. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გვერდით გადადონ პარტიული ინტერესები, თავიანთი დებატებისას ყურადღება გაამახვილონ საკუთარ მოქალაქეებზე და პატივი სცენ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს”, – აცხადებს ის.

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი იმყოფება. ის საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. შვედი დიპლომატი, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით, სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან.