ეკატერინე ტიკარაძე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება. შეხვედრა 2 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება არ აკონკრეტებს, რა თემაზე შედგება საუბარი საპატრიარქოში.


16 მარტს „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიმართა სასულიერო პირებს და უთხრა, რომ მათი როლი ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებულია.

„ძალიან გთხოვთ, ექიმებს გვერდში დაგვიდგეთ, ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ყოველთვის ასეა და დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა და თქვენთან ერთად ყოფნა“, – მიმართა გამყრელიძემ მღვდელმსახურებს.

17 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.