აჭარაში ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურში ჩატარდება - გაბუნია

პუბლიკა

ქედაში, ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურში ვაქცინაციის პროცესი ამ დროისთვის არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ „პუბლიკას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„აჭარის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რესპუბლიკური, როგორც აცრის მთავარი ცენტრი „ფაიზერისთვის“. „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, ისე როგორც ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს, უპირატესობა მიენიჭა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას და მოგეხსენებათ, აჭარაში არის რაიონული დონის საკმაოდ კარგი საავადმყოფოები, სადაც დაგეგმილი იყო ვაქცინაცია.

გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ რაიონულ დონეზე ვაქცინაცია აღარ ჩატარდება და ეს ყველაფერი გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურში“, – განმარტა გაბუნიამ.