„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“, – საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ვეფხია ოდიშარია „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – მცდარია.
„ძალიან კარგად გრძნობს თავს პატრიარქი. კარგად არის. მშვენივრად და ჯანმრთელად“, – აღნიშნავს ვეფხია ოდიშარია.
ვრცელდებოდა ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის სავარაუდო გარდაცვალებაზე.