სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში, კორონავირუსის 1 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 187 441 შემთხვევაა დადასტურებული.

დღემდე ვირუსს 3 416 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 169 727-ია.