„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ Facebook-ის მიერ ყალბი გვერდების გაუქმების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა ტროლების მხრივ და შესაბამისად ინიცირებულია კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება დეზინფორმაციის თავიდან აცილებას, მათ შორის სატელევიზიო სივრცეშიც.
„ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, თავიანთ ტროლებს მიხედონ. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ტროლების კუთხით. ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. მარტო Facebook არ არის პრობლემა, პრობლემა არის სატელევიზიო და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
წავშალეთ 39 Facebook-ის ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში, როგორც საქართველოს შიდა ამბებზე ორიენტირებული, ორგანიზებული ქსელი, – ამის შესახებ ინფორმაციას facebook ავრცელებს.
„ამ აქტივობების უკან მოქმედი ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (ზოგიერთი მათგანი აქამდეც დაბლოკა ჩვენმა ავტომატურმა მომიშავე სისტემამ), რომელთა მეშვეობითაც ზრდიდნენ თავიანთ კონტენტზე ჩართულობას და მართავდნენ გვერდებს. ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაგამოცემები. ამ გვერდების ადმინისტრატორები და ყალბი ანგარიშის მფლობელები ძირითადად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე: არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, საჯარო მოხელეებზე, აკრიტკებდნენ ოპოზიციასა და აქტივისტურ ჯგუფებს. ეს პირები მალავდნენ თავიანთ ვინაობას.
ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები ქართულ სარეკლამო კომპანია „პანდასთან” და „ქართული ოცნების” მთავრობასთან დააკავშირა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მას შემდეგ რაც facebook-მა, „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ე.წ. ტროლექაუნთები წაშალა და ამ ფაქტს ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა, ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუმდნენ, თუმცა მათ მაინც მოუწიათ აღნიშნულ თემაზე კომენტარების გაკეთება. იხილეთ ბმული: