დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა რეკომენდაციებს აქვეყნებს.
NCDC-ის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი ორივე ვაქცინის AstraZeneca-სა და Pfizer-ის პირველი დოზით აცრილებმა რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელონ:
- ატარონ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში;
- დაიცვან სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია;
- თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს;
- მოგზაურობისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები;
- სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთონ COVID-19 ტესტირება.
საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად აცრა ორი ვაქცინით Pfizer-თა და AstraZeneca-თია შესაძლებელი. ვაქცინაცია ჯერჯერობით სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს ეხებათ.